''სვანეთის ცის ქვეშ'' - ცაგერის სკოლაში თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა
21-04-2017
ცაგერის სკოლის მე-5 კლასში თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა  - ''სვანეთის ცის ქვეშ''.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და სვანური კოშკი. მათ ყურადღებით მოისმინეს თითოეული ექპონატის ისტორია. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, თავისუფალი გაკვეთილი ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო.

გაკვეთილი პედაგოგ ელვარა ბურჯალიანის ორგანიზებით ჩატარდა. 

შეგახსენებთ, რომ სკოლებში თავისუფალი გაკვეთილები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. 

თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობისა და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203