პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოში 1 200 მსმენელზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური ცენტრი აშენდება
15-06-2019

„უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების“ ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში პროფესიული განათლების განვითარებისთვის, 23 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. მისი თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოში 1 200 მსმენელზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური ცენტრი აშენდება.

„პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოში 1 200 მსმენელზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური ცენტრი აშენდება. პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოში შეიქმნება მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც იქნება ინოვაციური კონცეფციის მქონე მულტიფუნქციური ჰაბი და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ე.წ. მომავლის უნარების განვითარების, ახალი ტიპის საგანმანათლებლო სერვისების ჩამოყალიბების, ასევე საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების გაჩენის მიმართულებით“ - განაცხადა მინისტრმა.

გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიმდინარე წელს ხუთწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელიც თბილისში, დიდ დიღომში, 1200 მსმენელზე გათვლილ მაღალტექნოლოგიური ცენტრის (Centre of Excellence) მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს. ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ასევე თანამედროვე ტიპის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.

განათლების სამინისტროს ცნობით, ცენტრის ფუნქციონირება განსაკუთრებულ როლს მშენებლობისა და ლოგისტიკის მიმართულების განვითარებაზე შეასრულებს, როგორც შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადების მიმართულებით, ასევე ჰაბ სერვისების შეთავაზების გზით. მულტიფუნქციურ ცენტრში განხორციელდება, მაღალი ხარისხის, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სადიპლომო და მოკლევადიანი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები მშენებლობისა და ლოგისტიკის მიმართულების. განახორციელებს ასევე მნიშვნელოვან საქმიანობას ჰაბ მომსახურების მიმართულებით, იმუშავებს ახალი უნარების იდენტიფიცირების, პროფესიული სტანდარტების შემუშავების, მასწავლებელთა ტრენინგების მიმართულებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203