თიანეთის N2 სკოლის მოსწავლეები თანამედროვე ფიზიკის მიღწევებს გაეცნენ
24-04-2017
თიანეთის N2 სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ფიზიკის მასწავლებლის დავით კოკორაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის დირექტორთან ლ.ზატუაშვილთან და კლასის ხელმძღვანელთან მ. ქაჩლიშვილთან ერთად დაესწრნენ ნუგზარ მოსულიშვილის ლექცია-გაკვეთილს ფიზიკაში. 

გაკვეთილი ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში განთავსებულ მასწავლებელთა სახლის ფიზიკის ლაბორატორიაში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნუგზარ მოსულიშვილი.  

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ თანამედროვე ფიზიკის მიღწევებს, დაეთვალიერებინათ ფიზიკის ხელსაწყოები, მიეღოთ მონაწილეობა ცდების ჩატარებაში და მოეხდინათ თერიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203