საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ექსტერნის გამოცდის ვადები განისაზღვრა
18-06-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში საშუალო-საბაზო საფეხურის (მე-12 კლასის გარდა) მოსწავლეებისთვის 30%-ის და მეტის გაცდენის გამო, ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდის ჩაბარების ვადები განისაზღვრა.

ბრძანების მიხედვით, მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ექსტერნის გამოცდაზე რეგისტრაციის ვადად 2019 წლის 18 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. ხოლო ექსტერნის გამოცდების ჩატარების თარიღად 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდი დადგინდა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203