მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადები განისაზღვრა
22-06-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედგების ან/და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონული სისტემაში განთავსების ვადა განისაზღვრა.

მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა - უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის;

მიმდინარე წლის 9 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდი - პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203