ეშტიის N1 სკოლაში ჩატარებული ღონისძიებით მონაწილეები და დამსწრეები კმაყოფილები დარჩნენ
24-04-2017

ეშტიის N1 სკოლაში ,,დედა ენის’’ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ ნაწილში მოსწავლეების მიერ შექმნილი კალიგრაფიის ლამაზი ნიმუშებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო, ხოლო მეორე ნაწილში მოსწავლეებმა წარადგინეს ისტორიული ფაქტები, თქვეს ლექსები „დედა ენის“ შესახებ, იცეკვეს და იმღერეს.


მონაწილეები და დამსწრეები ჩატარებული ღონისძიებით კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203