სიქთარვის სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე მრავალმხრივი ღონისძიებით აღნიშნეს
24-04-2017
სიქთარვის სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ''მშვიდობის კორპუსის'' მოხალისის კალისია უინქის ინიციატივით, ეს დღე თემის წევრებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაცნობიერებას მიუძღვნეს. მოსწავლე ლიდერთა კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, თუ რას ნიშნავს დედამიწის დღე და სამი რამ, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ის. 

შემდეგ მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჯგუფურად შექმნეს პოსტერები. ლიდერთა კლუბის წევრებმა წაიყვანეს მოსწავლეები, რომ დაესუფთავებინათ მიმდებარე ტერიტორიები თემში. ''საბოლოოდ ჩვენი დღე დასრულდა პირობის მიცემით, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს დედამიწას'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203