სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებს რაიონული პროკურატურის სახელით ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ
24-04-2017

სენაკში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ოჯახში ძალადობის ამსახველი შინაარსის მქონე ვიდეორგოლების კონკურსი ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროკურატურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის, აგრეთვე, სენაკის, მარტვილისა და აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.

კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარდგენილი სხვადასხვა სკოლების მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლებიდან  მესამეზე - სენაკის პირველი სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეორგოლი გავიდა.

ფილმში "გახსოვდე მე", მონაწილეობენ სენაკის N1 სკოლის მე-6  და მე-11 კლასის მოსწავლეები/მსახიობები: გიორგი ბართია,  ზურაბ ხურცილავა, მაგდა კვარაცხელია, ბექა რეკვავა. რეჟისორი და სცენარისტი-ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნატო მორგოშია, ვიდეომონტაჟი აკაკი შენგელია.

გამარჯვებულებს და კონკურსის მონაწილეებს რაიონული პროკურატურის სახელით ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

კამპანია „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203