ვანის N2 სკოლა აქციის ფარგლებში ''სიკეთე გამადებია'' წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა
24-04-2017
ვანის N2 სკოლა აგრძელებს აქციას "სიკეთე გადამდებია".

მოსწავლეები ამჯერად ესტუმრნენ წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარს, სადაც 90 მიუსაფარი მოხუცია.  

სკოლაში წინასწარ შეაგროვეს თანხა, მოსწავლეები ყუთებით ქუჩებშიც გავიდნენ, ესტუმრნენ სხვადასხვა დაწესებულებას და შეგროვილი თანხით მოხუცებისთვის ტკბილეული შეიძინეს. 
მასწავლებელთა თქმით, ეს აქცია კვლავაც გაგრძელდება:  

''უდიდესია ის სითბო და სიყვარული, რაც მათგან მივიღეთ. ის ლოცვა-კურთხევა ვიცი,რომ მუდამ დაიფარავს ჩვენს მოსწავლეებს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მშობელს, ქალბატონ ბელა ჩუბინიძეს, რომელმაც მოგვაწოდა ეს იდეა და აქტიურად იყო ჩართული ყველა პროცესის განხორციელებაში. მშობელთა ასეთი ჩართულობა გვამხნევებს და მოტივაციას გვმატებს. გვინდა, რომ აქციათა ეს ციკლი გაგრძელდეს. ჩვენს მოხუცებს ჩვენი სითბო და თანადგომა სჭირდებათ'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა. 

"სახელმწიფო არაფერს გვაკლებს, ეს სიყვარული და სითბო კი ძალიან გვაძლიერებს" - აღნიშნეს თავშესაფრის ბენეფიციარებმა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203