2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მორიგი ცვლილებები განხორციელდა.
გთავაზობთ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ.
გაითვალისწინეთ, რომ გზამკვლევში ასახულია ამ ეტაპზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge. გთხოვთ, ხშირად გადაამოწმოთ ინფორმაცია.
სამაგისტრო გამოცდა 17 ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 000-მდე კანდიდატია დარეგისტრირებული.
იხილეთ ასევე: სამაგისტრო გამოცდის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია