''წიგნი-მომავლის ხედვა'' - ახალციხის N5 სკოლის კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება
25-04-2017
''ახალციხის N5 სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, შორენა ცინაძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს ღონისძიება ''წიგნი-მომავლის ხედვა''.

''დადებითი მუხტი დარბაზში შესვლისთანავე იგრძნობოდა იმ გამოფენის მეშვეობით, რომელიც მაყურებელს დახვდა. აქ ნახავდით გასული საუკუნისა და თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს: ჯონ გრინი, ლორენ ოლივერი, ჯობინა რულინგი, მარკუს ზუზაკი, მიშელ ფალკოფი, ენ ბრაშერესი და მარად უბერებელი შარლოტა ბრონტე'' - აღნიშნა ამავე სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა მაია თათეშვილმა.

მოსწავლეები ავტორების ბიოგრაფიებს ყვებოდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ წიგნის მთავარ სათქმელზე, კითხულობდნენ სენტენციებს ამ წიგნებიდან. პროექტი მუსიკალურად იყო გაფორმებული, მონიტორზე შუქდებოდა წიგნებისა და ავტორების ფოტო-მასალა. 

''ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მისია მოსწავლეებში წიგნის, მხატვრული ლიტერატურის სიყვარულის გაღვივებააა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ღონისძიება'' - აღნიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა.

წიგნის მოყვარულები დიდი პატივისცემით მოიხსენიებდნენ პროექტს ''Liberteens''. ის თინეიჯერების ჯგუფია, რომელიც კითხულობს თანამედროვე, პოპულარულ წიგნებს დედანში, ხოლო შემდეგ გამომცემლობა პალიტრა L ქართულ ენაზე გამოსცემს. ამ პროექტის იდეა ეკუთვნის თინათინ ფეიქრიშვილს, რომელმაც ამით ხელი შეუწყო მოზარდი-ახალგაზრდობის წიგნიერების ამაღლებას.

სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ, დირექტორის მოადგილემ ზოია ბალიაშვილმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა და მშობლებმა ღონისძიება მაღალ დონეზე შეაფასეს. მათ მასწავლებელ შორენა ცინაძესა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203