მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდა განათლებაში ფიქსირდება
20-06-2019

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განათლებაში დაფიქსირდა.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი განათლების სფეროში 2018 წლის I კვარტალის მონაცემებით  – 399.6 მილიონი ლარი იყო; ხოლო 2019 წლის I კვარტალის მონაცემებით – 475.6 მილიონი ლარია.

რაც შეეხება განათლებაში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდას წინა წლის შესაბამისი პერიოდთან მიმართებაში, 2018 წლის პირველი კვარტალი 5,9% იყო; ხოლო 2019 წლის პირველი კვარტალი - 15.7%.

2019 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 745.2 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 2.4 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) -  ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება. მშპ ეროვნული შემოსავლებისა და წარმოების ზომის გამოთვლის ერთ-ერთი მეთოდია.

იხილეთ ასევე: განათლების სფეროში ხელფასები 2018 წელთან შედარებით გაზრდილია - საქსტატი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203