ხელვაჩაურის რაიონის ახალსოფლის სკოლაში ჩატარებული ღონისძიება გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად
25-04-2017
ხელვაჩაურის რაიონის ახალსოფლის სკოლის დაწყებით კლასებში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს სპექტაკლები, სიმღერები. ღონისძიება მიზნად ისახავდა ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლებას. 
 
''დაწყებით საფეხურზე მასწავლებელს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისია აკისრია, რადგანაც სწორედ ამ დროს დგამს ბავშვი მნიშვნელოვან ნაბიჯებს გარემომცველი სამყაროს შეცნობისაკენ. მასწავლებელმა ბავშვის ხალასი გონება იმ მიზნისაკენ უნდა მიმართოს, რომ მას თავიდანვე ჩამოუყალიბდეს გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა, შეიძინოს ბუნებაზე ზრუნვის ჩვევები და დაეუფლოს უსაფრთხო ცხოვრების წესებს'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა. 
 
მოსწავლეები შესრულებული აქტივობებით კმაყოფილები დარჩნენ. ''ძალიან კარგი ღონისძიება იყო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არასოდეს არ დავანაგვიანებთ ბუნებას, მოვუვლით ნარგავებს და გავუფრთხილდევით ფრინველებსა და ცხოველებს'' - აღნიშნეს ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203