''ანბანთან გამოთხოვება'' - ქვემო მახოს სკოლის პირველკლასელთა ღონისძიება
25-04-2017
ქვემო მახოს სკოლის პირველ კლასში ჩატარდა ღონისძიება ''ანბანთან გამოთხოვება''.

მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები ქართულ ანბანზე. ბავშვებს ლექსები თითოეულ ასო-ბგერაზე ჰქონდათ მომზადებული. 

ღონისძიება მუსიკალური ნომრებითაც გამოირჩეოდა. მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დავით კომახიძემ დაიმსახურა. მან რეგიონულ ტურზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და მეორე ტურში გადავიდა.

''ბავშვებმა შექმნეს შესანიშნავი გარემო იმისათვის, რომ ეს ერთი დღე გაელამაზებინა როგორც მასწავლებლებისათვის, ისე მშობლებისათვის'' - აღნიშნეს დამსწრეებმა.

ღონისძიება კლასის დამრიგებელის ნონა გოგიტიძის ორგანიზებით ჩატარდა.

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს ულოცავს პირველი ნაბიჯის წარმატებით დასრულებას. ''სკოლის სახელით დიდ მადლობას ვუხდით მუსიკის მასწავლებელს ლალი ქათამაძეს და კლასის ხელმძღვანელს ნონა გოგიტიძეს'' - აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203