ძალისის სკოლა დედამიწის საერთაშორისო დღეს მდინარე ნარეკვავის დასუფთავებით შეურთდა
25-04-2017
ძალისის სკოლა დედამიწის საერთაშორისო დღეს მდინარე ნარეკვავის დასუფთავებით შეურთდა.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა მდინარე ნარეკვავის სანაპირო ზოლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო. სანაპირო სავსე იყო ბოთლებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.

''ჩვენს სკოლაში დასუფთავების აქციებს პერმანენტული ხასიათი აქვს. წყლის საერთაშორისო დღესაც დასუფთავების აქციით გამოვეხმაურეთ. მაშინ სკოლისა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ. გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203