ასპინძის სკოლაში კონფერენციასთან ერთად საინტერესო გამოფენაც მოეწყო
25-04-2017
ასპინძის სკოლაში კონფერენციასთან ერთად საინტერესო გამოფენაც მოეწყო.

X კლასებში პედაგოგის თ.წითლანაძე-ნემსაძის ორგანიზებით ჩატარდა სასკოლო კონფერენცია თემაზე: ''ჩვენი თვალით დანახული ''ვეფხისტყაოსანი''.  

კონფერენციაზე მოსწავლეებმა დააკავშირეს და პარალელი გაავლეს ,,ვეფხისტყაოსანსა“ და ყველა სასწავლო საგანს შორის.  

მოსწავლეებმა ბევრი ისაუბრეს ''ვეფხისტყაოსანის'' მნიშვნელობაზე ქართველი ერისა და თანამედროვეობის წინაშე, მის გამოცემებსა და თარგმანებზე, პოემაში არსებულ მხატვრულ ხერხებზე, ენობრივ საშუალებებზე.

გამოფენაზე სულ წარმოდგენილი იყო 30 ნამუშევარი. თემები საინტერესო და ამომწურავი იყო. კონფერენციის პარალელურად მოეწყო გამოფენა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203