თეთრიწყაროს N1 სკოლაში დედაენის დღის აღნიშვნა ტრადიციადქცეული ღონისძიებაა
25-04-2017
თეთრიწყაროს N1 სკოლაში - დედაენის დღის აღნიშვნა ტრადიციად იქცა. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელსაც ჩაატარა.

ღონისძიებაში V-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ კლასების მიხედვით კედლის გაზეთები წარმოადგინეს. სააქტო დარბაზში მოწყობილი იყო კუთხე ''დედა ენის'' სხვადასხვა დროის გამოცემებით. კედელს ასომთავრულით შესრულებული ანბანი ამშვენებდა. მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობაზე, მისი წარმოშობისა და განვითარების საფეხურებზე ისაუბრეს. 

''ქართული ენა ქართველი ერის ისტორიული განვითარების ყველაზე დიდი მონაპოვარია. იგი ქართველი ერის მშვენება და განძია. ქართულ ენაში აღბეჭდილია ჩვენი ხალხის ისტორიული განვითარების გზა. ამ ენაზე დაიწერა მრავალი შესანიშნავი თხზულება, რომლითაც დღეს ვამაყობთ. ხალხის მდიდარი წარსული თავდებია ენის განვითარებისა და აღორძინებისა, ამიტომაა ქართული ენა ჩვენი ხალხის დიდი საგანძური, ამიტომაც დააფასეს დედა ენა და დაუდგეს ძეგლი'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

მოსწავლეები ერთმანეთს ლექსების მხატვრულად კითხვაში ენაცვლებოდნენ. მათ მუხრან მაჭავარიანის, იოანე ზოსიმეს, გალაკტიონის, ლადო ასათიანისა და სხვა პოეტების ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203