ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეების ტრიუმფი გერმანიაში
25-04-2017

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები 16-22 აპრილს იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს ოცდამეოთხედ ჩატარდა.

ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს 29 ქვეყნიდან ერთმანეთს 5 სამეცნიერო კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ - ფიზიკის, მათემატიკის, სიცოცხლის, გარე სამყაროსა და კომპიუტერული მეცნიერებების.


წელს 200-მდე ახალგაზრდამ თავისი ნაშრომი ინგლისურ ენაზე წარმოადგინა კომპეტენტური ჟიურის წინაშე. საქართველოს ნაკრები ქართულ-ამერიკული სკოლისა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 მოსწავლისაგან შედგებოდა.

საქართველოს ნაკრებმა ექვსი საპროექტო ნაშრომი წარადგინა და მათგან ხუთმა გამარჯვება მოიპოვა:

ვერცხლის მედალი - თინათინ კამკამიძე და არჩილ გელენავა - სიცოცხლის მეცნიერებების კატეგორიაში;

ბრინჯაოს მედალი - მარიამ გიგაური  - ფიზიკა;

ბრინჯაოს მედალი - მარიამ როსტომაშვილი - მათემატიკა;

ბრინჯაოს მედალი  - მამუკა კობახიძე და დავით გუდაძე - მათემატიკა;

სპეციალური პრიზი - გიორგი ბუგეჩაშვილი და თინათინ ლაღაძე - მათემატიკა.

კონფერენციის დასასრულს, დასკვნით საღამოზე ყველა ქვეყანამ წარმოადგინა საკუთარი კულტურული ნომერი. ქართველების ცეკვამ გიტარის აკომპანირებით დიდი მოწონება დაიმსახურა.

ქართულ-ამერიკული სკოლისა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მაისის თვეში ამერიკაში დაიცავენ საქართველოს ღირსებას. წელს INTEL ISEF კალიფორნიის დედაქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203