მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სატრენინგო პროგრამის „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ ტრენერთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამა გათვალისწინებულია ყველა საფეხურისა და საგნის მასწავლებლებისათვის და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოზარდთა ონლაინცხოვრების თავისებურებები, კიბერბულინგი, ციფრული რესურსების უსაფრთხოება და სხვა.
მასწავლებლის სახლის ცნობით, პროგრამის გავლის შემდეგ პედაგოგები ონლაინუსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაანალიზებასთან ერთად, შეძლებენ ციფრული მოქალაქეობის ძირითადი მახასიათებლების დანერგვას სასწავლო პროცესში, კიბერბულინგის ამოცნობასა და პრევენციას.
აღსანიშნავია, რომ სატრენინგო პროგრამაზე დარეგისტრირებულია 1 000 მასწავლებელი. ტრენინგები მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება.