ლუკა გუგეშაშვილი - ონის სკოლის მოსწავლემ ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა
26-04-2017
გურჯაანის ახლადგახსნილ სპორტ-კომპლექსში სტარტი აიღო სკოლის ასაკში ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატმა. 

შეჯიბრების პირველ დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 10 წონითი კატეგორიის ფალავნებმა გამოავლინეს ჩემპიონ-პრიზიორები, ხოლო მეორე დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვიდნენ. 

ორივე დღეს მონაწილეობა მიიღო და 38 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა ონის სკოლის მოსწავლემ - ლუკა გუგეშაშვილმა.

სკოლა ულოცავს ლუკას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203