შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის გამოცდების მოახლოებასთან დაკავშირებით სოციალური კამპანია - „არ დაიგვიანო“ წამოიწყო.
#არდაიგვიანო - ამ საინფორმაციო კამპანიით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და დაგვიანების გარეშე გამოცხადნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.
„ზოგიერთ ქალაქში რამდენიმე საგამოცდო ცენტრია გახსნილი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, აპლიკანტი ყურადღებით გაეცნოს საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, თუ როდის და კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს რეგისტრაციაზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან“, - ნათქვამია ცენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე იხილეთ: ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება - იხილეთ სრული განრიგი
2019 წლის საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტები და ცენტრების ჩამონათვალი