შეუძლიათ თუ არა აბიტურიენტებს ვადაგასული პირადობის მოწმობით ეროვნულ გამოცდებზე გასვლა - „ნაეკის“ პასუხი
24-06-2019

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტად იმატებს აბიტურიენტთა ინტერესი სხვადასხვა  ტექნიკურ თუ შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით.

კითხვაზე დაიშვება თუ არა აბიტურიენტი ვადაგასული პირადობის მოწმობით გამოცდაზე? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს პასუხობს:

„თუ ახალი პირადობის აღებას ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ გამოცდაზე პასპორტით ან იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობით გამოხვიდეთ (ფორმა N1)“, - აცხადებენ ცენტრში.

იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება - იხილეთ სრული განრიგი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203