თეთრიწყაროს N1 სკოლის ღონისძიება - ''დიდი ქიმიკოსები და მათ მიერ შეცვლილი მსოფლიო'' ბლიც შეჯიბრით დასრულდა
26-04-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლაში მეათე კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ თეონა პაპაშვილთან ერთად ჩაატარეს ღონისძიება თემაზე - ''დიდი ქიმიკოსები და მათ მიერ შეცვლილი მსოფლიო''.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დიდი ქიმიკოსების აღმოჩენებისა და კვლევების შესახებ ისაუბრეს, წარმოადგინეს ვიდეომასალა ქიმიურ ელემენტებსა და სასიცოცხლო ნივთიერებებზე, ასევე მათ მიერ შექმნილი ვიდეოკოლაჟები. 

ღონისძიების ბოლოს ბლიც შეჯიბრი ჩატარდა ''ვინ უკეთ იცის პერიოდული სისტემა''.

''ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი. ძალიან ბევრი, აქამდე უცნობი ინფორმაცია შევიტყვეთ დიდი ქიმიკოსების შესახებ, გავეცანით მათ კვლევებისა და აღმოჩენებს. ვფიქრობთ, ღონისძიება საინტერესო გამოვიდა'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203