2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევში ცვლილებები კვლავ განხორციელდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გზამკვლევში განხორციელებული ცვლილებები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას უკავშირდება.
ცენტრი აპლიკანტებს ყურადღებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ინფორმაცია ხშირად შეამოწმონ.
გაითვალისწინეთ, რომ გზამკვლევში ასახულია ამ ეტაპზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.