საყუნეთის სკოლაში დედამიწის დღეს დასუფთავების აქციით შეუერთდნენ
27-04-2017
საყუნეთის სკოლაში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს.

აქციის ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.

''დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, მილიონობით მოხალისე ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. ჩვენც შევეცადეთ ამ პროცესებში საკუთარი წვლილი შეგვეტანა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დასუფთავების აქციაში, დასუფთავდა როგორც სკოლის ეზო, ასევე მიმდებარე ტერიტორია'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

''დედამიწის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს მოქალაქეობრივ მოვალეობას, მოვუაროთ ჩვენს გარემოს და არ დავყაროთ ნაგავი'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203