''ბრძენკაცის დარიგებანი'' - თეთრიწყაროს N1 სკოლის ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა
26-04-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ბრძენკაცის დარიგებანი“ ჩატარდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს I-IV კლასის მოსწავლეებმა. 

ღონისძიება დაიწყო ჰიმნით, რომელიც მიძღვნილი იყო დედაენისადმი. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, მისი შემოქმედება. მათ ისაუბრეს იმ მიზნებზე, რომლის მიღწევასაც ემსახურებოდა იაკობ გოგებაშვილი თავისი მოღვაწეობით. 

შემდგომ წაიკითხეს ქართული ენისა და იაკობ გოგებაშვილის დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები. 

გაითამაშეს სცენები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებიდან და შეასრულეს დედაენისადმი მიძღვნილი სიმღერები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203