„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში კანდიდატთა შერჩევის მიზნით ვაკანსიები გამოცხადდა
26-06-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიდერობის განვითარების ექსპერტის  პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევას იწყებს.

თუ რომელ ქალაქებსა და რაიონებში გადანაწილდებიან შერჩეული კანდიდატები იხილეთ ბმულზე.

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუძლიათ გააგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: hr@tpdc.ge არა უგვიანეს  2 ივლისის ჩათვლით.

სავალდებულოა, მეილის სათაურის ველში მითითებულ იქნეს სასურველი პოზიციისა და შესაბამისი ქალაქის/რაიონის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები არ განიხილება.

ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203