საყუნეთის სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო
26-04-2017
საყუნეთის სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად გამწვანების აქცია მოაწყვეს.

აქციის ფარგლებში სკოლის ეზოში ნერგები დაირგო. მოსწავლეების თქმით, თითოეულ ნერგს განსაკუთრებით გაუფრთხილდებიან და მოუვლიან. 

''პირობას ვდებთ, რომ ყველა ნერგს განსაკუთრებულად მოვუვლით და გავახარებთ. დიდი სიხარულით ჩავერთეთ ამ აქციაში. ჩვენი სკოლის გალამაზებასა და გარემოზე ზრუნვაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

გამწვანების აქციაში საყუნეთის სკოლის 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობნენ.

''აღსანიშნავია, რომ გამწვანების აქციაში ჩვენი სკოლის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეები გულმოდგინედ მუშაობდნენ. ჩვენი მიზანია გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203