დასრულდა სასწავლო წელი და 2018-2019 წლის შეფასება არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებს ვთხოვეთ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ილმაზლოს საჯარო სკოლა - ზალ ველიევი:
მიმდინარე სასწავლო წელმა კარგად ჩაიარა. ჩვენმა მეთორმეტეკლასელებმა 20 მაისს დაამთავრეს სკოლა მეთორმეტეკლასელებმა, რომლებსაც სასიამოვნო გაცილება მოვუწყეთ და გზა დავულოცეთ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის დამიაგეორარხის საჯარო სკოლა - ფარმან კურბანოვი:
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყველა გადავიდა კლასიდან-კლასში, მიხარია, რომ ჩამორჩენა არავის ჰქონია. მოსწრებაც კარგი გვქონდა და ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო წელი იყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დადეშის საჯარო სკოლა - სურენ აკოპიანი:
წელს ჩვენ სკოლაში 8 მოსწავლემ წარმატებულად დაამთავრა 12 კლასი. მოვუწყეთ გაცილება და მიხარია, რომ აპირებენ სტუდენტები გახდნენ და სწავლა გააგრძელონ.
დმანისის მუნიციპალიტეტის პანტიანის საჯარო სკოლა - მევლუდ მამედოვი:
კარგად ჩაიარა წლევანდელმა წელმა, არანაირი სირთულეები არ გვქონია, მოსწავლეები ყველა გადავიდა კლასიდან-კლასში, რამდენიმე მასწავლებელი გამოცდაზე დარეგისტრირდა და აიმაღლებენ კლასიფიკაციას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაითალოს საჯარო სკოლა - ნურადინ აბბასოვი:
კარგად ჩავამთავრეთ წლევანდელი წელი, მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და მიხარია, რომ არანაირი სირთულე არ გვქონია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმამედლოს საჯარო სკოლა - აშრაფ ტუკანოვი:
ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, გავაცილეთ მოსწავლეები, რომლებმაც მიიღეს საშულაო განათლება, მასწავლებლები დარეგისტრირდნენ გამოცდებზე, სავარაუდოდ გვეყოლება 10 სტატუსამაღლებული მასწავლებელი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის საჯარო სკოლა - გუმბატ გუსეინოვი:
ძალიან წარმატებულად ჩაიარა წლევანდელმა სასწავლო წელმა. მეთორმეტეკლასელები დარეგისტრირდნენ უმაღლესში ჩასაბარებელ გამოცდებზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლა - ტახირ განჯაევი:
შვიდმა მოსწავლემ დაამთავრა წელს სკოლა. ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს. ერთ-ერთი წლევანდელი სკოლა დამთავრებული მოსწავლე ამერიკაში სწავლობდა და ჩვენი სკოლა დაამთავრა. წარმატებულად დავამთავრეთ წლევანდელი წელიც.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის N3 საჯარო სკოლა - მამედ იუზბაშოვი:
განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფ, მაგრამ ნამდვილად წარმატებული წელი გვქონდა, ყველა მოსწავლემ წარმატებით დაამთავრა სკოლა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლოლალოს საჯარო სკოლა - მაჰარამ ხალილოვი:
წლევანდელი წელი კარგად დავამთავრეთ. მიხარია, რომ პირველკლასელებიც უკვე დარეგისტრირდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის დაშტაფის საჯარო სკოლა - მაგამედალი კურბანოვი:
წარმატებული წელი გვქონდა. ჩავატარეთ ბევრი ღონისძიება, მათ შორის „ეტალონის“ ტური. იმედი მაქვს რომ ჩვენი სკოლადამთავრებულები სტუდენტები გახდებიან.