თბილისის N14 საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა ჩოხელი ექსკურსიის დროს სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
როგორც სკოლის წარმომადგენელმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, უბედური შემთხვევა 3 დღის წინ ყინწვისში მოხდა.
„უბედური შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. პედაგოგი სკამიდან გადავარდა - ფიცარი იდო, სხვებიც ისხდნენ და ხრამში გადავარდა უკან... ექსკურსიაზე ყინწვისში იმყოფებოდნენ“,- განაცხადა მე-14 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.