უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
28-06-2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე წარმოსადგენი ანგარიშის შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ: 

„აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე წარმოსადგენი ანგარიშის შესახებ. 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება, კონკრეტულ შემთხვევებში, აკრედიტაციის მინიჭებას ითვალისწინებს ანგარიშის წარმოდგენით. 

დაწესებულებების პროგრამები, რომელთაც ანგარიშის წარმოდგენის პირობით მიენიჭათ აკრედიტაცია ან მომავალში მიენიჭებათ, ანგარიში უნდა წარმოადგინონ ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმით.
 
ინფორმაციის დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ (+995 322) 200 220 (*3599) ან მოგვწეროთ info@eqe.ge“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203