არაქართულენოვანი სკოლის დირექტორები სასწავლო წელს აფასებენ
27-06-2019

სასწავლო წლის დასრულების შემდეგ არაქართულენოვანი სკოლის დირექტორებს შეფასება ვთხოვეთ. ეს კოსლები ძირითადად მცირეკონტიგენტიანია, მაგრამ მათი მოსწავლეები  ბოლომდე ჩართულები არიან ყველა აქტივობაში.

ბაქირ კარალოვის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის იფნარის საჯარო სკოლა - გუსეინ მუსაევი:

ჩვენ  პატარა სკოლა გვაქვს, ამიტომ წელს სხვა წლებისგან განსხვავებული წარმატება არ გვქონია, მაგრამ ბავშვები კარგად სწავლობენ და მიხარია, რომ სასწავლო წელი კარგად დავამთავრეთ.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამარლოს საჯარო სკოლა - მეიტი გაჯიევი:

მიხარია, რომ წლეულს არ გვქონია სირთულეები, კარგად დავამთავრეთ. რა თქმა უნდა გვქონდა წარმატებებიც და ეს ჩვენი მოსწავლეების დამსახურებით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბეითარაბჩის საჯარო სკოლა- დოლხან ალიევი:

 7-მა მოსწავლემ დაამთავრა მე 9 კლასი, რომლებიც ღონისძიებით გავაცილეთ. საბაზო სკოლა გვაქვს და ამ წელმა ძალიან კარგად ჩაიარა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფის საჯარო სკოლა - ნაბი აგაჯანოვი:

ჩვენ პატარა სკოლა გვაქვს, ინტერნეტიც კი არ გვაქვს, მაგრამ სირთულეების მიუხედავად წარმატებით დავხურეთ ეს წელიც.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბირქენდის N1 საჯარო სკოლა - ხალიდ იბადოვი:

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კარგი წელი გვქონდა. ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში მუდმივად წარმატებას აღწევენ და ვცდილობთ სასკოლო აქტივობებიც წლის განმავლობაში ბევრი გქვონდეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თახჩის საჯარო სკოლა - გაიანე მიქაელიანი:

წლეულს, ჩვენს სკოლაში სულ 6 ბავშვი სწავლობდა, ძალიან პატარა სკოლა გვაქვს და მიხუედავად ამისა სირთულეები გვაქვს ხოლმე. ქალაქიდა მოშორებით ცხოვრობთ და ინტერნეტის პრობლემა გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ რომ ბავშვები კარგად სწავლობენ და წარმატებულად დავხურეთ წელი. გახარებული ვარ წლს 2 პირველკლასელი დარეგისტრირდა და იქნებ მოიმატოს ბავშვების რაოდენობამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203