ყველა აბიტურიენტის ინტერესი დაცული იქნება - განათლების სამინისტრო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ეხმაურება
29-06-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ეხმაურება და აცხადებს, რომ  ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული.

„ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული!

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!“-ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203