დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული კონფერენციის მონაწილეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ
27-04-2017

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ეკოკლუბ „მწვანე ერთობისა“ და გარემოსდაცვით ასოციაცია „დეას“ წევრები, სენაკის N1 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.

ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია -„ადამიანი და ბუნება“. 

კონფერენციას ესწრებოდა პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ კოორდინატორი მ. ჟორდანია.

მოსწავლეთა კონფერენციის მონაწილე საბა კვარაცხელიამ დაიმსახურა ეკობანაკში დასვენება.

კონფერენცია მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიციით გააფორმეს სენაკის N1 და ნოსირის სკოლის, საერო სკოლა ''განათლების'' მოსწავლეებმა.

დასასრულს ჟიურის გადაწყვეტილებით კონფერენციაზე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203