2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. გამოცდიდან პირველი აბიტურიენტი უკვე გამოვიდა, როგორც აპლიკანტმა განაცხადა, გამოცდა არც ისე რთული იყო:
„არც ისე რთული იყო გამოცდა. მე სწრაფად დავწერე ძალიან მეჩქარებოდა და ამიტომ გამოვედი ასე სწრაფად. 10 თვის ბავშვი მყავს დატოვებული და დედიკოს და მამიკოს გარეშე დიდხანს არ გაჩერდებოდა. დედიკო ისევ გამოცდაზეა. გამოცდაზე შემხვდა გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე“. მეორედ ვაბარებ. წელს მინდა ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციების მიმართულებით ჩაბარება. ისედაც სტუდენტი ვარ, თუმცა, ახლიდან მინდოდა ჩაბარება. ახლა ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვსწავლობ",-განაცხადა შოთა გამგონეიშვილმა.