2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.
„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო და მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს! რაც მთავარია, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება!“-ამბობს მთავრობის მეთაური.