ახალციხის პირველობაზე მძლეოსნობაში კერძო სკოლა ''მზექას'' მოსწავლეებმა ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
27-04-2017

ახალციხის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა შეჯიბრი ''ახალციხის პირველობა მძლეოსნობაში სკოლებს შორის'', რომლის მიზანიც იყო მძლეოსნობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და რეგიონში მძლეოსნობის განვითარება.


მძლეოსნობაში, გოგონებს შორის 100 მ. მანძილზე რბენაში, პირველობა არავის დაუთმო კერძო სკოლა ''მზექა''-ს მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ მარიამ გემაშვილმა და ოქოს მედალიც დაიმსახურა.

ვაჟებს შორის 100 მ. მანძილზე რბენაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ შოთა გელაძემ.

სიგრძეზე ხტომაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა მეათე კლასის მოსწავლე ნიკა ქურდაძე.

ხოლო ამანათრბენში ''მზექა''-ს გუნდმა ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გამარჯვებულებს შესაბამისი სიგელები გადაეცათ.

კერძო სკოლა ''მზექა'' ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და მომავალშიც წარმატეტებს უსურვებს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203