2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევში მორიგი ცვლილებები განხორციელდა.
ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას ეხება.
„გაითვალისწინეთ, რომ გზამკვლევში ასახულია ამ ეტაპზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge. გთხოვთ, ხშირად გადაამოწმოთ ინფორმაცია“,-ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა მიმდინარე წლის 17 ივლისს დაიწყება.
იხილეთ გზამკვლევი.