ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი სადემონსტრაციო ღია მასტერკლასებით გაიხსნა.
ღონისძიება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID პროექტის „ზრდა საქართველოში“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალის გულშემატკივრები ასევე არიან: GIZ/IBIS პროექტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დუშეთის მუნიციპალიტეტი.
ღონისძიებაში 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი მონაწილეობს, მათ შორის 30 საერთაშორისო წევრი: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.
ფესტივალი შემდეგი ტიპის აქტივობებს მოიცავს:
- ღია სახელოსნოები - მასტერკლასები; ( ჩაატარებენ ტრადიციული რეწვის ოსტატები);
- რეწვის სახელოსნოების ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა;
- გამოფენები;
- პროგრამები ბავშვებისთვის;
- ლექციები.
ფესტივალის მიზანი ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პოპულარიზაცია და მათი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა გახლავთ.
იხილეთ ფოტოები