„რთული ესე იყო საკმაოდ“ - აბიტურიენტების შეფასებები სოციალური ქსელიდან 
02-07-2019

„არსებობს მოსაზრება, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელია დიდი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გარეშე“, - ამ თემაზე მოუწიათ ეროვნული გამოცდების მეორე დღეს აბიტურიენტებს ქართული ენისა და  ლიტერატურის გამოცდის I სესიაზე ესეს დაწერა, რომელსაც ან უნდა დათანხმებოდნენ ან არა.

როგორც გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, ნაწილისთვის თემა ადვილი იყო, ნაწილისთვის კი - რთული.

გთავაზობთ აბიტურიენტების შეფასებებს სოციალური ქსელიდან:

„ეს იყო არგუმენტირებული ესე, რომელიც რთული იყო, მაგრამ კარგად დავწერე და იმედია, არ ავცდი“...

„ორაზროვანი იყო, გააზრება სჭირდებოდა, მაგრამ მაინც დავწერე...ქვეყნის ვალდებულებაზე დავწერე, რომ ვალდებულება აკისრია თავისი ქვეყნის წინაშე“...

„რანაირი ესე იყო? ცოტა ნორმალური ვერაფერი მოიფიქრეს?“...

„რთული იყო საკმაოდ“...

„ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთული იყო, მაგრამ არც მარტივი არ ყოფილა“...

„ესე იყო საშინელება. იმდენი ვიფიქრე შედარებაზე, რისთვის შემედარებინა?“

ასევე იხილეთ: რა საკითხები შეხვდათ ქართულის გამოცდის მეორე დღეს I სესიაზე აბიტურიენტებს - კომენტარები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203