„მადლობა „ ეტალონს“ რომ ეროვნულ პროექტში თანამონაწილე გაგვხადა...“ - წარმატებულმა კომპანიებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს
05-07-2019

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა.

„საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის X კლასის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა. მან  56 წამში 90 ქულა დააგროვა.

პირველ ადგილზე გასული მონაწილე განათლების სამინისტროსგან 1000 ლარიანი კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერით დასაჩუქრდა, კომპანია „არემჯიმ“  კი გამარჯვებულს 2500 ლარი გადასცა.

კომპანიაარემჯი გოლდისაღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილი:


„მივესალმები თქვენს დიდ ოჯახს ჩვენი დიდი ოჯახის სახელით. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა ქვემო ქართლში და ვცდილობთ რომ ეს მასშტაბები იყოს წარმოდგენილი სრულიად საქართველოში.

განათლება, მომავალი, ახალგაზრდობა - ეს არის ის უმნიშვნელოვანესი მიმართულება რაც კერძო კომპანიებისა და ძლიერი ბიზნესის მხრიდან სჭირდება სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს. იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს.

ამ კუთხით „არემჯი“ ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავ ყველას ამ შესანიშნავ დღეს. გამარჯვებას, ბედნიერ მომავალს მომავალს გისურვებთ, უკეთეს ძლიერ საქათველოში ერთად უნდა ვიცხოვროთ ყველამ.“

II ადგილი  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი სიხარულიძემ მოიპოვა, რომელმაც 116 წამში 86 ქულა დააგროვა.

გიორგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან 800 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა, „ახალმა ნათებამ“ კი მისი წარმატება 1000 ლარით წაახალისა.

„ახალი ნათების“ მარკეტინგის ხელმძღვანელი სოფიო კოტრიკაძე:



„ახალი ნათების“ სახელით დიდი მადლობა „ეტალონს“ რომ ეროვნულ პროექტში თანამონაწილე გაგვხადა. მეამაყება დღევანდელი თაობა. ყველას მადლობა ამ დღისთვის და წარმატებები.“

III ადგილზე თბილისის N199 საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე მარიამ ტყეშელაძე გავიდა, რომელმაც 66 წამში 85 ქულა დააგროვა. მარიამ განათლების სამინისტროსგან 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ხოლო კომპანიაკულასგან“ 1000 ლარით დაჯილდოვდა.

გოჩა არჩვაძე კომპანია „კულას“ წარმომადგენელი:


„პირველ რიგში მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი წარმატებული პროექტისთვის. ჩვენი კომპანია დიდი ხანია მეგობრობს „ეტალონთან“ და ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ ჯანსაღ და სწორ წამოწყებას.

ჩვენ გვერდში ვუდგავართ ყველა ახალგაზრდას, რომელიც ჩართულია ინტელექტუალურ ჩემპიონატებში...“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203