თბილისის N207 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი ცუდად გახდა
04-07-2019

თბილისის N207 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში ერთ-ერთი აბიტურიენტი ცუდად გახდა და მას სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

როგორც ადმინისტრატორმა, თემურ მარდალეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აბიტურიენტს ნერვიულობის ნიადაგზე გული აუჩქარდა და ექიმების დახმარება დასჭირდა. მისივე თქმით, აპლიკანტს ის დრო, რაც დააკლდა გამოცდისთვის, სრულად დაემატება.

„ბავშვი უკვე კარგად არის. ის დრო, რომელიც აბიტურიენტს დააკლდა გამოცდისთვის, რამდენიც დასჭირდება, დაემატება. ტახიკარდია - გულის აჩქარება ჰქონდა ნერვიულობის ფონზე“,-აღნიშნა მარდალეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტები დღეს ზოგადი უნარების გამოცდას ორ სესიად აბარებენ. გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო და 3 საათი და 10 წუთი გრძელდება. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203