აწყურის სკოლაში დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნეს
28-04-2017

"ჩვენ ვგრძნობთ დედამიწის მაჯისცემას" ამ სლოგანით აწყურის სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია მოაწყვეს.

მათ სკოლის ეზოში ცაცხვისა და სხვადასხვა ხილის ნერგები დარგეს. თითოეულმა კლასმა თავად აიღო მათ მოვლა-გახარებაზე პასუხისმგებლობა. აქციაში აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები და სკოლის დირექცია.

მასწავლებლების თქმით, იმ ენთუზიაზმმა, რომელიც მოსწავლეებმა გამოავლინეს, მოლოდინს გადააჭარბა.

აქციის ორგანიზატორი მარიამ მარტინენკო იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203