ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. ის რამდენიმე წელი ებრძოდა მძიმე სენს და ექვსი ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიატარა.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ბასტი-ბუბუს ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამრიკო სხვიტარიძე წერს:
„აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის - წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.... გოგიჩა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს", - წერს სხვიტარიძე.
გიორგი გოგიჩაიშვილი როგორც უმცროსი, ასევე უფროსი თაობისთვის საყვარელი ადამიანი იყო. ის წლების განმავლობაში მუშაობდა „ბასტი-ბუბუში“ და პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირი იყო.