გამოცხადდება თუ არა ზოგადი უნარების გამოცდის II ვარიანტის ტესტი უფრო რთულად?! - ინტერვიუ ჯგუფის ხელმძღვანელთან
27-07-2019

2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდის სირთულესთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ჩიქვინიძე საუბრობს.

ჯგუფის ხელმძღვანელი აბიტურიენტებისთვის სხვა საინტერესო საკითხებსაც ეხება, მათ შორის, როდის გამოცხადდება ტესტების რომელიმე  ვარიანტი უფრო რთულად და როდის გახდება შედეგები ცნობილი.

- წელს განსაკუთრებით გაუჭირდათ აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება. მათი შეფასებით, წინა წელთან  შედარებით, წელს გაცილებით რთული ტესტები იყო, თქვენი შეფასებით, რამდენად გართულებული იყო ზოგადი უნარების გამოცდა?

- ზოგადი უნარების ტესტები წინა წლებთან შედარებით არაა გართულებული. დაახლოებით ისეთივე სირთულისაა, როგორიც წინა წლებში იყო.

- განსაკუთრებით გაუჭირდათ ტესტი იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც II ვარიანტი დაწერეს. შესაძლოა თუ არა, რომ ეს ვარიანტი ყველაზე რთულად გამოცხადდეს?

- შედარებით რთულია თუ არა II ვარიანტი, ეს გაირკვევა მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდების შედეგების სტატისტიკური ანალიზის შედეგად.

- როდიდან დაიწყება უნარების ტესტის გასწორება?

- ზოგადი უნარების ტესტების ელექტრონული გასწორება ისევე, როგორც სხვა საგამოცდო ტესტებისა, მალევე იწყება. შედეგები კი მათი გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

- და ბოლოს, როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს ზოგადი უნარების ტესტის შედეგები?

- 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი რიცხვებიდან დაიწყება.

ასევე იხილეთ: 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

„ზოგადი უნარების გამოცდაზე მართლა ტაშფანდურით შესული, ტირილით გამოვედი“ - აბიტურიენტების შეფასებები სოციალური ქსელიდან

არის თუ არა წელს ზოგადი უნარების გამოცდა გართულებული? - Naec-ის პასუხი აბიტურიენტებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203