საქართველში 60 ათასი მასწავლებლიდან დაახლოებით 60% პრაქტიკოსია
08-07-2019

დღეის მდგომარობით, საქართველოს მასშტაბით, 60 ათასი მასწავლებლიდან დაახლოებით 60% პრაქტიკოსია,  ეს კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ პედაგოგები არ იყვნენ დაინტერესებული სტატუსის გაუმჯობესებით.

მისივე თქმით, წელს სიტუაცია განსხვავებულია, რადგან აპლიკანტების დიდმა რაოდენობამ გამოთქვა მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლის სურვილი.

„საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში 60 000-მდე მასწავლებელი ასწავლის. აქედან დაახლოებით 60% არის პრაქტიკოსი. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო წახალისებები, იყო პატარ-პატარა ნაბიჯები სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით, მასწავლებლები არ ინტერესდებიან, არ გადიან გამოცდებზე ან გადიან და რიგ შემთხვევებში, შეიძლება ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. შედეგები ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ 2010 წლიდან ძალიან ბევრი მასწავლებელი, რომელიც გამოცდაზეც კი არ გასულა, წელს პირველად გადიას. ასეთი რაოდენობა მასწავლებლებს გამოცდაზე არ გვქონია. დაახლოებით, 30 000 ადამიანი დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, აქედან 10 000-მდე არის მასწავლებლობის მსურველი“,-განაცხადა ირინა აბულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203