საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევში მორიგი ცვლილებები შევიდა
09-07-2019
2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევში მორიგი ცვლილებები შევიდა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას ეხება.

გთავაზობთ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ.

გზამკვლევი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, გზამკვლევში ასახულია ამ ეტაპზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge. გამოცდების ცენტრი აპლიკანტებს მოუწოდებს ხშირად გადაამოწმონ ინფორმაცია.

საერთო სამაგისტრო გამოცდა მიმდინარე წლის 17 ივლისს იწყება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203