სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' მოსწავლის თეკლა მელაძის პერსონალური გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო
29-04-2017
სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' მოსწავლის თეკლა მელაძის პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები, რომელთა უშუალო და ბუნებრივი ხიბლი გულგრილს არ ტოვებს დამთვალიერებელს. ყოველივე ეს მხატვრის განწყობაა, რომელიც ნამუშევრებში აისახება. თეკლა მელაძის პოზიტიური, სიყვარულით სავსე სამყარო თავისებური შინაგანი დამოკიდებულების მაჩვენებელია.

თეკლა მელაძე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. 2014 წლიდან დღემდე ჰქონდა პერსონალური გამოფენები ნიუ-იორკსა და საქართველოში. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილა ისეთ სივრცეეში როგორიცაა: გალერეა ,,უნივერსი" (საქართველო), საქართველოს გენერალური საკონსულო (ნიუ იორკი), არტ ექსპო ნიუ-იორკში, საერთაშორისო ექსპო ,,ny now'' ჯავის ცენტრი (ნიუ იორკი), თბილისის საკრებულო, ქართული კულტურის ცენტრი (ნიუ იორკი), ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2014 წელს საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედებითმა კავშირმა თეკლა მელაძეს მიანიჭა პირველი ადგილი საუკეთესო ნამუშევრისთვის. ასევე, ის გახდა არტ ექსპო ნიუ იორკის ყველაზე პატარა მონაწილე 37 წლიანი ისტორიის  მანძილზე. მისი ნამუშევრები შესულია არტ ექსპო ნიუ იორკის 2014 და 2015 წლის კატალოგებში. დღეს მხატვრის ფერწერული ტილოები ინახება კერძო კოლექციებში (საქართველო, აშშ).

თეკლას ხედვა ლამაზია, უბრალო, უბიწო და მართალი. ის თავდაუზოგავად მუშაობს. მას აქვს ფერწერის მიმართ განსაკუთრებული. გამოფენაზე თეკლას ესტუმრნენ თანაკლასელები და უსურვეს შემოქმედებით წინსვლა და დიდი ბედნიერი ცხოვრება.

ვიდეოს სანახავად, იხილეთ ბმული
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203