რა მოლოდინი აქვთ სკოლის დირექტორებს მასწავლებელთა გამოცდებისგან
09-07-2019

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტირების გამოცდებიც იწყება. აღნიშნული გამოცდები მიზნად ისახავს, მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას. პედაგოგების პირველი გამოცდა წელს 10 ივლისს ჩატარდება.

როგორ აფასებენ სკოლის დირექტორები მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდებს, რამდენი მასწავლებელი მონაწილეობს მათი სკოლებიდან პედაგოგთა კომპეტენციის დამადასტურებელ ტესტებზე და რა მოლოდინები აქვთ პედაგოგებს ამ გამოცდებიდან - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე Etaloni.Ge სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

მზიური ხარაზი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის, კვირიკეს N 2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლის 23 მასწავლებლიდან 9 მასწავლებელი უკვე სერთიფიცირებულია. წელს დაახლოებით, 12 მასწავლებელი მონაწილეობს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე, თითოეული მათგანი დიდი მონდომებით ემზადება გამოცდისთვის. პედაგოგებს პროფკავშირებმა და მასწავლებელთა სახლებმა ჩაუტარეს ტრენინგები. შესაბამისად, მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ ჩვენგან“.

დავით მენაღარიშვილი-ქობულეთის მუნიციპალიტეტის, მუხაესტატეს საჯარო სკოლის დირექტორი:

„აღნიშნულ გამოცდაზე ჩვენი სკოლიდან სულ 4 მასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის, 1 პენსიონერი. დიდი იმედი მაქვს, ყველა პედაგოგი მიიღებს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ სერთიფიკატს“.

მანანა მახარაძე-რაულ მჟავანაძის სახელობის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N 2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე ჩვენი სკოლის 10 მასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის, 1 პენსიონერი. თითოეული მათგანი დიდი ენთუზიაზმით ემზადება. გასულ წელს, ჩვენი სკოლიდან 5-მა პედაგოგმა შეძლო კვალიფიკაციის ამაღლება და იმედი მაქვს, წელსაც კარგი შედეგი გვექნება“.

დოდო ხახუტაიშვილი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის დირექტორი:

„წელს ჩვენი სკოლიდან 7 მასწავლებელი აბარებს აღნიშნულ გამოცდებს. გასულ წელს 2-მა პედაგოგმა შეძლო მასწავლებელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი ტესტის ჩაბარება. მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით მეცადინეობენ და დიდი იმედი მაქვს, ჩააბარებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე ჩვენი სკოლის 2 პენსიონერი მასწავლებელიც მონაწილეობს“.

ნატო ჯაში-შაინიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალშენის N 2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლიდან წელს 5 პედაგოგი მონაწილეობს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე. იმედი გვაქვს, ყველა მათგანი ჩააბარებენ“.

შუშანა კონცელიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ხელვაჩაურის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე ჩვენი სკოლის 25 პედაგოგი მონაწილეობს, მათ შორის, 2 პენსიონერი. თითოეულ მათგანს ჩაუტარდა ტრენინგები და კარგ შედეგებს ველოდებით“.

ირმა მგელაძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სარფის საჯარო სკოლის დირექტორი:

„პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე ჩვენი სკოლის 9 მასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის, 1 საპენსიო ასაკის გახლავთ. პედაგოგები დადიან ტრენინგებზე და მაქსიმალურად ემზადებიან. გასულ წელს მეც ვმონაწილეობდი აღნიშნულ გამოცდაზე“.

ზურა ნაგერვაძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, აჭარისაღმართის საჯარო სკოლის დირექტორი:

„წელს ჩვენი სკოლიდან 10 მასწავლებელი მონაწილეობს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე, წინასწარ რთულია, რამდენი მათგანი ჩააბარებს, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. აღნიშნულ გამოცდაზე გამსვლელი საპენსიო ასაკის მასწავლებელი წელს არ გვყავს, ყველა მათგანი უკვე სერტიფიცირებულია. გასულ წელს ჩვენი სკოლიდან 2-მა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა გამოცდაზე და ორივე მათგანმა ჩააბარა“.

რუსუდან კაკალაძე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის, აჭის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლიდან წელს დაახლოებით, 8 მასწავლებელი მონაწილეობს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე. თითოეული მათგანი დიდი მონდომებით ემზადება გამოცდისთვის, თუმცა სამეცადინო მასალა საკმაოდ დიდია, დრო კი ძალიან ცოტა აქვთ მოსამზადებლად. იმედი მაქვს, შემოდგომაზეც ჩატარდება განმეორებითი გამოცდა და ვინც ახლა ვერ შეძლებს მის ჩაბარებას, მერეც ექნებათ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა“.

ნოდარ გოგმაჩაძე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის, გვარას სჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლის 23 მასწავლებლიდან 14-მა უკვე ჩააბარა სასერთიფიკაციო გამოცდები. წელს აღნიშნულ გამოცდებს 9 მასწავლებელი აბარებს, მათ შორის, 3 პენსიონერი. პედაგოგთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა მეც ჩაბარებული მაქვს და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგი გახდება სერთიფიცირებული“.

Etaloni.Ge მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდაზე მონაწილე ყველა პედაგოგს წარმატებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203