კახეთიდან ჩამოსულმა პედაგოგმა გამოცდაზე 20 წუთით დაიგვიანა - „ძლივს ვიპოვე სკოლა, პატრულმა დამაკვალიანა“​
10-07-2019

მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდაზე ერთი აპლიკანტი თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 20 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.

როგორც მან etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრი თელავშიც არის გახსნილი, მას თბილისში სურს გამოცდის ჩაბარება.

„კახეთიდან მოვდიოდი, ისნიდან სანამ აქამდე მოაღწევ, მთელი ქალაქის გამოვლა გიწევს, თან ვერ ვაგნებდით, ძლივს ვიპოვე სკოლა, პატრულმა დამაკვალიანა რომ აქამდე მოვსულიყავი. კახეთშიც, თელავში იყო საგამოცდო ცენტრი, მაგრამ აქეთ უფრო გვინდოდა ჩამოსვლა. ხომ შეიძლება რომ გაითვალისწინონ კახეთიდან ჩამოსულებისთვის და ცოტა ახლოს დაგვინიშნონ გამოცდა. ყველას არ აქვს თბილისში დასარჩენი“,- განაცხადა დაგვიანებულმა აპლიკანტმა.

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დღეს პროფესიული უნარების ტესტებით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დაგვიანების შემთხვევაში აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203